ვაკანსიის შესახებ
- ჰოლდინგური კომპანია ებიტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერზე ფინანსური მიმართულებით. ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით. ჩვენ ვუზრუნველყობთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს. ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია „ექსპერტი ფინანსურ საკითხებში“
- სამუშაო გრაფიკი: საოფისე
- სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
- დამატებითი პირობა: პროექტების მენეჯერი კვირაში რამდენიმე დღე მუშაობს კლიენტი კომპანიის ოფისში
ძირითადი ფუნქციები
- კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ფინანსური ინდიკატორების შემუშავება და კონტროლი
- კლიენტი კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ფინანსური მოდელების მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის
- კლიენტი კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
- კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
- ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
- სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
- კლიენტ-კომპანიებში რეპორტების პრეზენტაცია და რეკომენდაციების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
- ფინანსური ანალიზის, ფინანსური მენეჯმენტის (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით 2-3 წლის სამუშაო გამოცდილება
- პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- განვითარებული მათემატიკური უნარები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- განვითარებაზე ორიენტაცია
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი: ფინანსური ტერმინოლოგიისა და ანალიზის შედეგების არაფინანსისტებისთვის მარტივად და არგუმენტირებულად ახსნის უნარი.
თანამშრომლებს ვთავაზობთ
- გამოცდილებას სხვადასხვა ინდუსტრიაში: სხვადასხვა ინდუსტრიის ფინანსებთან მუშაობა უნიკალურ გამოცდილებას, რასაც სხვაგან წლები დასჭირდებოდა.
- პროფესიული ზრდას: IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის და კომპანიის სხვა კურსების გავლას
- კარიერული ტრანსფორმაციას: ანალიტიკოსიდან გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერამდე სწრაფ ზრდას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge და სათაურის ველში/Subject line მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი ჩათვლით
შეავსე განაცხადი და გამოაგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტით
შეავსე განაცხადი და გამოაგზავნე რეზიუმე ელ- ფოსტით. ჩვენი HR სამსახური დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის შეტანაელ. ფოსტით გაგზავნაგანაცხადი
განაცხადის ფორმა
შეავსეთ განაცხადი
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: career@ebit.ge
ელ. ფოსტით გაგზავნა გირჩევნიათ? შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: career@ebit.ge
